Tuesday, March 3, 2015

ამ საიტის მთავარი ადმინია თემო ხუციშვილი

თქვენს წინაშეა დედამიწაზე არსებული ათი ყველაზე ძვირადღირებული კატა.
სავანა
სავანა ითვლება მსოფლიოს ყველაზე ძვირფას კატად. როდესაც 1980-იან წლებში მსოფლიოში გაჩნდნენ კატები არაჩვეულებრივი პიგმენტური შეფერილობით, ასეთი კატების ფასი გაიზარდა და გადასცდა $20 000-იან ნიშნულს. ჰიბრიდის შემქმნელებს სურდათ, რომ გეპარდისა და ლეოპარდის შეჯვარებით მიეღოთ საყვარელი შინაური ცხოველი. ეგზოტიკაზე შეყვარებულ მდიდრებს გაუჩნდათ შანსი, რომ ეყიდათ ისეთი კატები რომლებიც გვანან გარეულ ცხოველებს და თან მარტივი მოსავლელები იქნებოდენენ. ევოლუციის ხელოვნურ ცვლას კაცობრიობა ვერ ასცდა და ადამიანის ხელი ჩაერია კვლავაც, ასეთი კატის ახალი ჯიშის გამოყვანაში. საბოლოო ჯამში სავანას სიმაღლე არის ნახევარი მეტრი, ხოლო წონა კი აღწევს დაახლოებით 15 კილოგრამს. სავანას ფასი დღეს შეადგენს დაახლოებით $4000–$20 000.

კაო-მანი
კაო-მანის ჯიშის კატების უკვე არსებობენ რამდენიმე საუკუნეა. ისინი მომდინარეობენ სიამიდან, სადაც ასეთი კატების ყოლის უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ ცნობილ ადამიანებს. ისტორიაში არის ისეთი ფაქტები, როდესაც კაო-მანის მოპარვისთვის ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. ასეთი მძიმე სასჯელის ახსნაც ძაან მარტივია: როგორც ცნობილი იყო იმ დროს ასეთ კატებს ოჯახში შეჰქონდათ მატერიალური შემოსავალი. დღესაც კი ზოგიერთი ბიზნესმენი სწორედ, რომ ამ მიზნით ყიდულობს კაო0მანის ჯიშის კატას. “კატების პოემაში” არის ნათქვამმი, რომ კაო-მანის ოჯახში შეაქვს ბევრი ფული და ბედნიერება. კაო-მანის ფასი არის $1500-2500.


კატა-ელფი
იმასაც კი ვისაც არც კი წაუკითხავს “ბეჭდების მბრძანებელის” ტრილოგია და არ იცნობს ისეთ არსებას, როგორიცაა ელფი, ის მაინც ეცოდინება, რომ ფილმში არიან წარმოდგენილები ელფები როგორც სილამაზის განსახიერებები, მაგრამ იგივე სახელწოდების კატები ამტკიცებენ საპირისპიროს. ოთხფეხიანი ელფების გამრავლება დაიწყო 2007 წლიდან. ამერიკელ მეცნიერს კარენ ნელსონს აზრათ მოუვიდა, რომ გაეკეთებინა ჰიბრიდი, რომელიც იქნებოდა ჯანმრთელობით ძლიერი და ყველა სხვა დანარჩენი ცხოველისაგან განსხვავებული იქნებოდა. ითქვა – გაკეთდა კიდეც: მან მოახდინა შეჯვარება და საბოლოოდ გამოუვიდა კატა-ელფი და მისი ფასი არის $1300-3000.

ბენგალური
ბენგალური ჯიშის კატების წინაპრები იყვნენ აზიური ლეოპარდები. გასული ასწლეულის განმავლობაში ლეოპარდთა უმეტესობა იქნა მოკლული, რადგან მას აქვს ულამაზესი ტყავი. ბრაკონიერები პატარა კნუტს ყიდიდნენ ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი იყო არიზონას მცხოვრები ჯინ მილი. როდესაც ჯინმა მიიყვანა კნუტი სახლში, კნუტმა უცხო გარემოში თავი იგრძნო ძალიან უკომფორტოდ, ხოლო შემდეგ ჯინმა მიუყვანა მას ჩვეულებრივი კატა და ისინი ერთმანეთს შეეგუვნენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯინმა, რომ საკუთარი თავი ეცადა გენეტიკაში და ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ამ ორი კატის ჯიშების შეჯვარება მოეხდინა და მხოლოდ 1987 წელს ჯინმა დაასრულა ექსპერიმენტზე მუშაობა და საბოლოოდ გამოუვიდა ბენგალური ჯიშის კატა, რომლის ფასიც არის $1100–$4000.

თოიერი
კატების მოყვარულებს გულის სიღრმეში შურთ ზოოპარკის თანამშრომლების, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ ყოველდღიურად ჰქონდეთ კავშირი კატების ოჯახის წარმომადგენლებთან: ლომები, პანტერები, ვეფხვები და ა.შ. კატების მოყვარულებს თოიერთა ჯიში დააწყნარებს, თუ სურთ, რომ შეეხეონ გარეულ კატას. თოიერი ითარგმნება როგორც სათამაშო ვეფხვი და ასეთ კატებს აქვთ ზოლიანი ფერი. როგორც ცნობილია მათზე მუშაობა ჯერაც არაა დამთავრებული. სელექციონერებს სურთ, რომ ყურები თოიერს გაუხადონ მომრგვალებული ფორმის. თოიერის ფასი არის $1000-$5000.

ბურმილა
1980-იანი წლების დასაწყისში ბარონესა მირანდა ფონ კირჰბერგის სახლში გაღვივდა სიყვარული კატა სანკვისტისა და კატა ფაბერჟეს მონაწილეობით. პირველი იყო სპარსული შინშილის ჯიშის, ხოლო მეორე კი ბურმანული ჯიშის. კატები დამწყვდეული ყავდათ სხვადასხვა ოთახებში, მაგრამ ერთხელაც მოახლეს დაავიწყდა კარის დაკეტვა და ამის შემდეგ სანკვისტსა და ფაბერჟეს გაუჩნდათ შანსი, ხოლო შემდეგ კი დაიბდა ახალი ჯიშის კატა. ბარონესა იყო გაბრაზებული შეჯვარების გამო, მაგრამ მისმა გულმა ვერც ის მოახერხა, რომ ახალდაბედული წყალში დაეხრჩო. ბურმილას, რომ დაუკვირდნენ მომავალში დაინახეს, რომ კატა იყო ულამაზესი. ბურმილას ფასი არის $800-$4000.

მენური უკუდო
როგორ მოხვდნენ მენის კუნძულზე უკუდო კატები ჯერაც უცნობია. ამ კატების ყველაზე ახლო ნათესავებათ ითვლებიან იაპონური ბობთეილები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის მეორე წერტილში. როგორც წინაპრები გვატყობინებენ ეს კატა იყო მსოფლიოში უკანაკსნელი სანამ ქვეყნის აღსასრული დადგებოდა და მისი კუდი ეპისკოპოსმა მოაყოლა კარებში, როცა კიდობანზე ადიოდა ხალხი, ტკივილისაგან გაგიჟებული გადახტა წყალში და ძლივს მიაღწია ხმელეთის კენწეროში და სწორედ ამ ამბების მერე ეს კატები ცხოვრობენ უკუდოთ. ზოგიერთი თვლის, რომ კატებს კელტები აჭრიდნენ კუდებს და იყენებდნენ როგორც თალისმანებს. ამეების გამო ბუნებამ აიძულა კატებს, რომ ეცხოვრათ უკუდოთ. ყველაზე რეალური ვარიანტი იმისა, თუ როგორ მოხვდნენ ეს კატები მენის კუნძულზე არის ის, რომ ისინი ჩაიყვანეს მეზღვაურებმა. ასეთი კატის ფასი არის $750-$2700.


პეტერბოლდი
ექსპერემნტებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება განსხვავებული კატა გამოვიდეს ატარებენ ამერიკელები, მაგრამ მიუხედავად ამისა პეტერბოლდის კატის ჯიშის გამოყვანა მოხდა რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში და ახლა ეს კატები ძლიერ არიან გავრცელებულები დასავლეთ ევროპაში. სხვა თანამოძმეებისგან ისინი განსხვავდებიან იმით, რომ მათ აქვთ უფრო რბილი კანი და უფრო გამოზრდილი სახე. ასეთი კატის ფასი არის $700-3500.
ლაპერმი
ლაპერმის პირველი ნათესავი პირველად გაჩნდა 1982 წელს ლინდა და რიჩარდ კელების ფერმაში. კატა იყო მელოტი და ამიტომაც პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტახნით შორს ყოფილიყო ლაპერმი თავისი თანამოძმეებისგან. მაგრამ რამდენიმე კვირაში კნუტს ამოუვიდა ბეწვი და ულვაშებც კი გაუჩნდა. სწორედ ასე გაჩნდა პირველი ლაპერმის ჯიშის კატა, მაგრამ ამერიკელებმა კვლავაც განაცხადეს, რომ იმ ადგილას სადაც ცხოვრობდნენ კელები ადრე არსებობდა ინდიელთა ტომი. რომლებიც პატივს სცემდნენ ერთ-ერთ ღმერთს და ამ ღმერთს სწორედ, რომ ასეთი კატის სახე ჰქონდა და ამის დამადასტურებელი საბუთები იყო ის, რომ აღმოჩენილი იქნა უამრავი ქვა. ასეთი ლაპერმის ფასია $500-$4500.

თურქული ვანი
ვანური კატა გამოსახული იყო როგორც სიმბოლო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. ეს აიხსნება იმით, რომ ეს კატები ცხოვრობენ არამარტო ვანის ტბასთან ახლომახლოს, არამედ ბევრ ევროპულ ოჯახში. ვანის ჯიშის კატები მოხსენიებულია არამარტო თურქულ ისტორიებში არამედ მთელ მუსლიმურ ისტორიებში. როგორც ცნობილია მუჰამედის საყვარელ კატას ჰქონდა ორი განსხვავებული თვალი. ზოგი ამტკიცებს, რომ თვით მუჰამედიც განსხვავდებოდა ჰეტეროქრომიით. სხვა ლეგენდის თანახმად თურქეთის პირველი პრეზიდენტი ქემალ ათათურქი ამბობდა, რომ მისი ძალა სხვაში გადავიდოდა თუკი ამ სხვას უკბენდა განსხვავებულ თვალიანი კატა. თურქული ვანის ფასი დღეს არის $400-$150


ავტორი: თემო ხუციშვილი






კატის ჯიში African Serval

კატა (მათშორის African Serval - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა African Serval - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, African Serval - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. African Serval - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.

ცხენის ჯიში Akhal-Teke

ცხენი — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი.
ცხენ Akhal-Teke - ეს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. მისი აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები,ხაზს უსვავენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ხოლო გრძელი კუდი კი კარგი იარაღია მწერების მოსაგერიებლად. მწერების დასაფრთხობად ასევე შეუძლია ამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს ისინი. ცხენი Akhal-Teke - ი ბალახის მჭამელი ცხოველია კარგად განვითარებული კბილებით. ცხენი არ მიეკუთვნება მცოხნელების კატეგორიას. ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია.
ცხენი Akhal-Teke - ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელია ,იშვიათ შემთხვევაში 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათად — ორს.

ინგლისური კოკერ-სპანიელი

ინგლისური კოკერ-სპანიელი — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად. თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირველი მდგომარეობიდან.

იერსახე[რედაქტირება]

ინგლისური კოკერსპანიელი იდეალურადაა დაწყობილითავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი.ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.ისინი შესანიშნავად ცურავენ

ხასიათი[რედაქტირება]

ინგლისური კოკერ-სპანიელი — ესაა ნამდვილი სანადირო ძაღლი, ჩვენ შეგვიძლიათ ის დავარქვათ სპორტული, რადგან ის მუდან მოძრაობს. ის რომ ისინი ურთიერთმოყვარე და მეგობრულები არიან ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია დაიცვას სახლი, ისინი მგრძნობიარეები არიან ადამიანის განწყობილებაზე. მათ აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა.

მოვლა[რედაქტირება]

მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, ის უნდა ვვარცხნოდ რეგულარულად. არის პრობლემა - გრძელი ყურები რომლებიც ხშირად ეთრევათ დაბლა (მაგალითად დასუნვის და ჭამის დროს) ჩვენ უნდა ვიზრუოთ ყურების სისუფთავეზე და ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ეს სუსტი ადგილია მსგავსი ძაღლებისთვის. არ ღირს ბევრი საჭმელის დაყრა მისთვის.
ინგლისური კოკერ სპანიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.

გალერეა





აკიტა-ინუ

აკიტა-ინუ (იაპონ. 秋田犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVII საუკუნეში.
იაპონურ ძაღლებს შორის უმსხვილესი აკიტა ოდესღაც ძაღლების ბრძოლისთვის იქნა გამოყვანილი. როდესაც სპორტის ამ სახეობამ პოპულარობა დაკარგა, მისი გამოყენება ნადირობისას დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში აკიტების რაოდენობა შემცირდა და ჯიში პრაქტიკულად ამოწყდა, იაპონური ჯიშების გადარჩენის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ამ ჯიშის გადარჩენა უზრუნველყოფილია. იაპონური ჯიშების კლასიფიკაცია ზომის მიხედვით ხდება — დიდი (აკიტა), საშუალო (შიკა) და პატარა (შიბა). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალო ზომის მრავალი ჯიში, დიდი მხოლოდ ერთია — აკიტა. ეს ლამაზი მედიდური მანერების მქონე ძაღლი წარმოშობით კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ პროვინცია აკიტადანაა. უმეტესობას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთის მორჯულება ძალიან ძნელია.
აკიტას არ სჩვევია საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა, ახასიათებს თავშეკავებულობა, ამიტომ მათი გაწვრთნა დამღლელია. სხვა ჯიშებთან შედარებით აკიტას უყვარს ძაღლების ჩხუბის გამოწვევა. კარგად გაწვრთნილი აკიტა შესანიშნავი კომპანიონი და მოდარაჯეა. აკიტა ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იტანს სიცივეს, ბეწვი უხეში აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ყურები მცირე ზომისაა, მკვრივი, სამკუთხა. საკმაოდ პატარა თვალები მუქი-ყავისფერია, მაგარი, ძლიერი კუდი ზურგისკენაა გადახრილი.

მოპსი

მოპსი (ჰინდკო 巴哥犬) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ჩინეთში ანტიკურ ხანაში.
მოპსის წინაპარი — მინიატურული მასტიფი — 2400 წლის წინ ბუდისტი ღვთისმსახურების კომპანიონი იყო. XVI საუკუნეში ეს ძაღლიოსტ-ინდოეთიდან ჰოლანდიაში მოხვდა და არისტოკრატების და მეფეების ნებიერი გახდა. მოპსს თავისებური გარეგნობა აქვს, მაგრამ თუ შეეჩვევით, ის სრულიად ჩვეულებრივ ძაღლად მოგეჩვენებათ. მოჩხუბარი და ინდივიდუალისტი მოპსები მეტისმეტად ჯიუტები და თვითნებურნი არიან. მოპსი დამოუკიდებელი და მედგარია, მან ყოველთვის იცის, რა უნდა და თავისას ნებისმიერ ფასად მიაღწევს. დაკუნთული და კომპაქტური სხეული, ბრტყელი დრუნჩი და თვალები, რომლებსაც არ ახამხამებს — ყველაფერი ეს მოპსს საკმაოდ მრისხანე ძაღლის იერს ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოპსს მტკიცე ნებისყოფა და ბევრი ენერგია ავს, იგი იშვიათად არის აგრესიული. ამ ძაღლებს ძალიან უყვართ თავისი პატრონები და საკმაოდ თავშესაქცევი და ღირსეული კომპანიონები არიან. მოპსის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. იგი შეიზლება იყოს ვერცხლისფერი, გარგარისფერი, შავი. მოპსის სხეული მოკლეა და განიერი ზურგი აქვს. მოკლე დრუნჩი ღრმა ნაოჭებითაა დაფარული. თვალები დიდი, მუი და ამოწეულია. ყურები პატარა და ხავერდოვანია.

შარპეი

შარპეი — მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ. 2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.
შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.
შარპეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.


იაგდტერიერი

იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში.
საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი.
ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით.
ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ..
ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო.
რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.
ნადირობა
იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდრალით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ.
შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ.
ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას.
იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან.

ბოქსიორი

ბოქსიორი (გერმ. Deutscher Boxer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1850-იან წლებში.
ბოქსიორების წინაპრებს, ბელენბეიზერებს, გერმანიაში და ნიდერლანდებში შველზე და ტახზე სანადიროდ იყენებდნენ. თანამედროვე ბოქსიორი მიიღეს დანციგის და ბარბეტის ბულენბეიზერების შეჯვარებით სხვა ბავარიულ და უცხოურ ჯიშებთან. ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოქსიორების ზომები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, ყველა მათ ერთნაირი ხასიათი აქვს - ეს არის აქტიური, ძლიერი და მხიარული ცხოველი. ბოქსიორი იდეალური ძაღლია ოჯახში ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი, ლეკვისთვის დამახასიათებელი ყოფაქცევის (რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს) და შედარებით დიდი ზომების გამო ზოგჯერ არეულობა შეაქვს სახლში.
ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორის შეფერილობა შეიძლება იყოს წითური (თეთრით), ვეფხვისებრი შეფერილობის. ბალანი მოკლე, მბზინავი და გლუვია. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადღების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფეხები სწორია და ძლიერი. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. შავად შეფერილი დრუნჩი საეთო ფონზე მკაფიოდ გამოირჩევა. ბოქსიორი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და ცხელ კლიმატს. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ადვილად იწვრთნება. ცუდად ეგუება ცივ კლიმატს.
ჩიხუახუა
ჩიუაუა — პროპორციული ტანის, მინიატურული ძაღლი, დაცქვეტილი ყურებითა და საშუალო ზომის კუდით. ბეწვი ხშირი. შეფერილობა ნებისმიერი. რთულად იტანს სიცივეს. ძალიან მხიარული, მამაცი და პატრონისადმი ერთგული ძაღლი.
ჩიუაუა გამოიყვანეს მექსიკაში, ხოლო მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყვანეს მისი ნაირსახეობა გრძელბეწვიანი ჩიუაუა. ჩიუაუა დეკორატიული ძაღლია.

ციმბირული ჰასკი

                                                                             
წარმოშობის ქვეყანარუსეთი
[დამალვა]თვისებები
წონამდედრი16–23
სიმაღლემამრი53–64 სმ.
მდედრი51–60 სმ.
ბეწვინებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელ


ციმბირული ჰასკი (რუსСибирский хаски) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში უძველეს ხანაში.
ციმბირულ ჰასკის მომთაბარე ესკიმოსები მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. XIX საუკუნეში ის ვაჭრებმა დაინახეს და 1909 წელს რამდენიმე ძაღლი აშშ_ში ჩაიყვანეს. ელეგანტური ციმბირული ჰასკი სხვა შესაბმელ ძაღლებთან შედარებით პატარაა. შპიცის სხვა სახეობების მსგავსად ის იშვიათად ყეფს (ისევე როგორც მგელი). ჰასკი ძალიან პოპულარულია კანადაში, აშშ-სა და იტალიაში, მისი ბალნის ფერი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ძაღლებს შორის, რომლის თვალის ფერი შეიძლება იყოს ცისფერი, ყავისფერი, თხილისფერი ან ვარდისფერი.
ციმბირული ჰასკი ღირსეული, კეთილი ძაღლია, შესანიშნავი კომპანიონია. ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, კარგად იტანს სიცივეს. აქვს დაკუნთული, სწორი ფეხები, საშუალო ზომის სამკუთხა ყურები, კუდი დამძიმებულია სქელი ბალნით და ბეწვის ცვენის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

ინგლისური ბულდოგი

ინგლისური ბულდოგი (ინგლ. Bulldog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ინდლისში XIX საუკუნეში.
როდესაც 1830 წელს, აკრძალეს ძაღლების ბრძოლები ხარებთან, ეს ჯიში გადაშენების საფრთხის წინ აღმოჩნდა. თუმცა ბილ ჯორჯმა შეცვალა ჯიში, დააჯილდოვა რა იგი თანამედროვე ექსტერიერით და აგრესიულობის შემცირებით. ბულდოგებმა წინაპრებთან შედარებით მკვეთრად შეიცვალეს თავისი ფუნქცია, ხასიათი და გარეგნული სახე. სიტყვა „ბულდოგს“ XVII საუკუნეში იყენებდნენ იმ ძაღლების აღსანიშნავად, რომლებიც მიიღეს მასტიფების (რომლებიც დათვზე ნადირობდნენ) და ტერიერების შეჯვარებით. ძლიერი და გამბედავი ბულდოგები იდეალურ ძაღლად ითვლებოდა ნადირობისას, ისინი უშიშრად ეცემოდნენ ხარს და ყურადღებას არ აქცევდნენ მიყენებულ ჭრილობებს. დღევანდელი გულკეთილი ძაღლები შექმნეს გამოფენებისთვის, რამაც წარმოშვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. თავისთავად, ეს ძალიან დასანანია, რადგან ბულდოგის ჯიშს მშვენიერი თვისებები ახასიათებს და იგი დიდებული კომპანიონია.
ინგლისური ბულდოგის შეფერილობა მრავალნაირია, ბალანი თხელია, მოკლე, ხშირი და რბილი. მსხვილი, დაკუნთული წინა ფეხები ერთმანეთისგან შორსაა განლაგებული, თვალები და ცხვირი ერთმანეთთან ახლოსაა. ტუჩები ქვედა ყბაზეა გადმოფენილი. ბულდოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კეთილია ბავშვების მიმართ. უადვილდება კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ბულდოგი ცუდად ეგუება ცხელ, მზიან კლიმატს, ცუდი მოდარაჯეა, არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა.

Monday, March 2, 2015

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.

ცხენს კარგი მხედველობასმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილებიაქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.
ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს, იმ დროს როდესაც მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია. ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია. ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათ შემთხვევაში — ორს. ახალდაბადებულ კვიცს, დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი. შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია. ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული. მაგალითად არიან: საჯდომი, მარბოლარი, მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები. ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი. მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი, რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს. საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი, რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა. ამ ჯიშს იყენებენ არმიაში. მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება. ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში, ე. ი. ბუდიონური ცხენი. ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები. თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში. ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება. ტანით შედარებით პატარაა(სიმაღლე 134სმ-ს არ აღემატება). მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა. ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 129სმ-ს აღწევს). ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ.
ლაიკა (რუსЛайка) — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა