Tuesday, March 3, 2015

ამ საიტის მთავარი ადმინია თემო ხუციშვილი

თქვენს წინაშეა დედამიწაზე არსებული ათი ყველაზე ძვირადღირებული კატა.
სავანა
სავანა ითვლება მსოფლიოს ყველაზე ძვირფას კატად. როდესაც 1980-იან წლებში მსოფლიოში გაჩნდნენ კატები არაჩვეულებრივი პიგმენტური შეფერილობით, ასეთი კატების ფასი გაიზარდა და გადასცდა $20 000-იან ნიშნულს. ჰიბრიდის შემქმნელებს სურდათ, რომ გეპარდისა და ლეოპარდის შეჯვარებით მიეღოთ საყვარელი შინაური ცხოველი. ეგზოტიკაზე შეყვარებულ მდიდრებს გაუჩნდათ შანსი, რომ ეყიდათ ისეთი კატები რომლებიც გვანან გარეულ ცხოველებს და თან მარტივი მოსავლელები იქნებოდენენ. ევოლუციის ხელოვნურ ცვლას კაცობრიობა ვერ ასცდა და ადამიანის ხელი ჩაერია კვლავაც, ასეთი კატის ახალი ჯიშის გამოყვანაში. საბოლოო ჯამში სავანას სიმაღლე არის ნახევარი მეტრი, ხოლო წონა კი აღწევს დაახლოებით 15 კილოგრამს. სავანას ფასი დღეს შეადგენს დაახლოებით $4000–$20 000.

კაო-მანი
კაო-მანის ჯიშის კატების უკვე არსებობენ რამდენიმე საუკუნეა. ისინი მომდინარეობენ სიამიდან, სადაც ასეთი კატების ყოლის უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ ცნობილ ადამიანებს. ისტორიაში არის ისეთი ფაქტები, როდესაც კაო-მანის მოპარვისთვის ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. ასეთი მძიმე სასჯელის ახსნაც ძაან მარტივია: როგორც ცნობილი იყო იმ დროს ასეთ კატებს ოჯახში შეჰქონდათ მატერიალური შემოსავალი. დღესაც კი ზოგიერთი ბიზნესმენი სწორედ, რომ ამ მიზნით ყიდულობს კაო0მანის ჯიშის კატას. “კატების პოემაში” არის ნათქვამმი, რომ კაო-მანის ოჯახში შეაქვს ბევრი ფული და ბედნიერება. კაო-მანის ფასი არის $1500-2500.


კატა-ელფი
იმასაც კი ვისაც არც კი წაუკითხავს “ბეჭდების მბრძანებელის” ტრილოგია და არ იცნობს ისეთ არსებას, როგორიცაა ელფი, ის მაინც ეცოდინება, რომ ფილმში არიან წარმოდგენილები ელფები როგორც სილამაზის განსახიერებები, მაგრამ იგივე სახელწოდების კატები ამტკიცებენ საპირისპიროს. ოთხფეხიანი ელფების გამრავლება დაიწყო 2007 წლიდან. ამერიკელ მეცნიერს კარენ ნელსონს აზრათ მოუვიდა, რომ გაეკეთებინა ჰიბრიდი, რომელიც იქნებოდა ჯანმრთელობით ძლიერი და ყველა სხვა დანარჩენი ცხოველისაგან განსხვავებული იქნებოდა. ითქვა – გაკეთდა კიდეც: მან მოახდინა შეჯვარება და საბოლოოდ გამოუვიდა კატა-ელფი და მისი ფასი არის $1300-3000.

ბენგალური
ბენგალური ჯიშის კატების წინაპრები იყვნენ აზიური ლეოპარდები. გასული ასწლეულის განმავლობაში ლეოპარდთა უმეტესობა იქნა მოკლული, რადგან მას აქვს ულამაზესი ტყავი. ბრაკონიერები პატარა კნუტს ყიდიდნენ ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი იყო არიზონას მცხოვრები ჯინ მილი. როდესაც ჯინმა მიიყვანა კნუტი სახლში, კნუტმა უცხო გარემოში თავი იგრძნო ძალიან უკომფორტოდ, ხოლო შემდეგ ჯინმა მიუყვანა მას ჩვეულებრივი კატა და ისინი ერთმანეთს შეეგუვნენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯინმა, რომ საკუთარი თავი ეცადა გენეტიკაში და ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ამ ორი კატის ჯიშების შეჯვარება მოეხდინა და მხოლოდ 1987 წელს ჯინმა დაასრულა ექსპერიმენტზე მუშაობა და საბოლოოდ გამოუვიდა ბენგალური ჯიშის კატა, რომლის ფასიც არის $1100–$4000.

თოიერი
კატების მოყვარულებს გულის სიღრმეში შურთ ზოოპარკის თანამშრომლების, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ ყოველდღიურად ჰქონდეთ კავშირი კატების ოჯახის წარმომადგენლებთან: ლომები, პანტერები, ვეფხვები და ა.შ. კატების მოყვარულებს თოიერთა ჯიში დააწყნარებს, თუ სურთ, რომ შეეხეონ გარეულ კატას. თოიერი ითარგმნება როგორც სათამაშო ვეფხვი და ასეთ კატებს აქვთ ზოლიანი ფერი. როგორც ცნობილია მათზე მუშაობა ჯერაც არაა დამთავრებული. სელექციონერებს სურთ, რომ ყურები თოიერს გაუხადონ მომრგვალებული ფორმის. თოიერის ფასი არის $1000-$5000.

ბურმილა
1980-იანი წლების დასაწყისში ბარონესა მირანდა ფონ კირჰბერგის სახლში გაღვივდა სიყვარული კატა სანკვისტისა და კატა ფაბერჟეს მონაწილეობით. პირველი იყო სპარსული შინშილის ჯიშის, ხოლო მეორე კი ბურმანული ჯიშის. კატები დამწყვდეული ყავდათ სხვადასხვა ოთახებში, მაგრამ ერთხელაც მოახლეს დაავიწყდა კარის დაკეტვა და ამის შემდეგ სანკვისტსა და ფაბერჟეს გაუჩნდათ შანსი, ხოლო შემდეგ კი დაიბდა ახალი ჯიშის კატა. ბარონესა იყო გაბრაზებული შეჯვარების გამო, მაგრამ მისმა გულმა ვერც ის მოახერხა, რომ ახალდაბედული წყალში დაეხრჩო. ბურმილას, რომ დაუკვირდნენ მომავალში დაინახეს, რომ კატა იყო ულამაზესი. ბურმილას ფასი არის $800-$4000.

მენური უკუდო
როგორ მოხვდნენ მენის კუნძულზე უკუდო კატები ჯერაც უცნობია. ამ კატების ყველაზე ახლო ნათესავებათ ითვლებიან იაპონური ბობთეილები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის მეორე წერტილში. როგორც წინაპრები გვატყობინებენ ეს კატა იყო მსოფლიოში უკანაკსნელი სანამ ქვეყნის აღსასრული დადგებოდა და მისი კუდი ეპისკოპოსმა მოაყოლა კარებში, როცა კიდობანზე ადიოდა ხალხი, ტკივილისაგან გაგიჟებული გადახტა წყალში და ძლივს მიაღწია ხმელეთის კენწეროში და სწორედ ამ ამბების მერე ეს კატები ცხოვრობენ უკუდოთ. ზოგიერთი თვლის, რომ კატებს კელტები აჭრიდნენ კუდებს და იყენებდნენ როგორც თალისმანებს. ამეების გამო ბუნებამ აიძულა კატებს, რომ ეცხოვრათ უკუდოთ. ყველაზე რეალური ვარიანტი იმისა, თუ როგორ მოხვდნენ ეს კატები მენის კუნძულზე არის ის, რომ ისინი ჩაიყვანეს მეზღვაურებმა. ასეთი კატის ფასი არის $750-$2700.


პეტერბოლდი
ექსპერემნტებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება განსხვავებული კატა გამოვიდეს ატარებენ ამერიკელები, მაგრამ მიუხედავად ამისა პეტერბოლდის კატის ჯიშის გამოყვანა მოხდა რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში და ახლა ეს კატები ძლიერ არიან გავრცელებულები დასავლეთ ევროპაში. სხვა თანამოძმეებისგან ისინი განსხვავდებიან იმით, რომ მათ აქვთ უფრო რბილი კანი და უფრო გამოზრდილი სახე. ასეთი კატის ფასი არის $700-3500.
ლაპერმი
ლაპერმის პირველი ნათესავი პირველად გაჩნდა 1982 წელს ლინდა და რიჩარდ კელების ფერმაში. კატა იყო მელოტი და ამიტომაც პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტახნით შორს ყოფილიყო ლაპერმი თავისი თანამოძმეებისგან. მაგრამ რამდენიმე კვირაში კნუტს ამოუვიდა ბეწვი და ულვაშებც კი გაუჩნდა. სწორედ ასე გაჩნდა პირველი ლაპერმის ჯიშის კატა, მაგრამ ამერიკელებმა კვლავაც განაცხადეს, რომ იმ ადგილას სადაც ცხოვრობდნენ კელები ადრე არსებობდა ინდიელთა ტომი. რომლებიც პატივს სცემდნენ ერთ-ერთ ღმერთს და ამ ღმერთს სწორედ, რომ ასეთი კატის სახე ჰქონდა და ამის დამადასტურებელი საბუთები იყო ის, რომ აღმოჩენილი იქნა უამრავი ქვა. ასეთი ლაპერმის ფასია $500-$4500.

თურქული ვანი
ვანური კატა გამოსახული იყო როგორც სიმბოლო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. ეს აიხსნება იმით, რომ ეს კატები ცხოვრობენ არამარტო ვანის ტბასთან ახლომახლოს, არამედ ბევრ ევროპულ ოჯახში. ვანის ჯიშის კატები მოხსენიებულია არამარტო თურქულ ისტორიებში არამედ მთელ მუსლიმურ ისტორიებში. როგორც ცნობილია მუჰამედის საყვარელ კატას ჰქონდა ორი განსხვავებული თვალი. ზოგი ამტკიცებს, რომ თვით მუჰამედიც განსხვავდებოდა ჰეტეროქრომიით. სხვა ლეგენდის თანახმად თურქეთის პირველი პრეზიდენტი ქემალ ათათურქი ამბობდა, რომ მისი ძალა სხვაში გადავიდოდა თუკი ამ სხვას უკბენდა განსხვავებულ თვალიანი კატა. თურქული ვანის ფასი დღეს არის $400-$150


ავტორი: თემო ხუციშვილი






კატის ჯიში African Serval

კატა (მათშორის African Serval - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა African Serval - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, African Serval - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. African Serval - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.

ცხენის ჯიში Akhal-Teke

ცხენი — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი.
ცხენ Akhal-Teke - ეს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. მისი აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები,ხაზს უსვავენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ხოლო გრძელი კუდი კი კარგი იარაღია მწერების მოსაგერიებლად. მწერების დასაფრთხობად ასევე შეუძლია ამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს ისინი. ცხენი Akhal-Teke - ი ბალახის მჭამელი ცხოველია კარგად განვითარებული კბილებით. ცხენი არ მიეკუთვნება მცოხნელების კატეგორიას. ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია.
ცხენი Akhal-Teke - ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელია ,იშვიათ შემთხვევაში 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათად — ორს.

ინგლისური კოკერ-სპანიელი

ინგლისური კოკერ-სპანიელი — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად. თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირველი მდგომარეობიდან.

იერსახე[რედაქტირება]

ინგლისური კოკერსპანიელი იდეალურადაა დაწყობილითავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი.ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.ისინი შესანიშნავად ცურავენ

ხასიათი[რედაქტირება]

ინგლისური კოკერ-სპანიელი — ესაა ნამდვილი სანადირო ძაღლი, ჩვენ შეგვიძლიათ ის დავარქვათ სპორტული, რადგან ის მუდან მოძრაობს. ის რომ ისინი ურთიერთმოყვარე და მეგობრულები არიან ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია დაიცვას სახლი, ისინი მგრძნობიარეები არიან ადამიანის განწყობილებაზე. მათ აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა.

მოვლა[რედაქტირება]

მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, ის უნდა ვვარცხნოდ რეგულარულად. არის პრობლემა - გრძელი ყურები რომლებიც ხშირად ეთრევათ დაბლა (მაგალითად დასუნვის და ჭამის დროს) ჩვენ უნდა ვიზრუოთ ყურების სისუფთავეზე და ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ეს სუსტი ადგილია მსგავსი ძაღლებისთვის. არ ღირს ბევრი საჭმელის დაყრა მისთვის.
ინგლისური კოკერ სპანიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.

გალერეა





აკიტა-ინუ

აკიტა-ინუ (იაპონ. 秋田犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVII საუკუნეში.
იაპონურ ძაღლებს შორის უმსხვილესი აკიტა ოდესღაც ძაღლების ბრძოლისთვის იქნა გამოყვანილი. როდესაც სპორტის ამ სახეობამ პოპულარობა დაკარგა, მისი გამოყენება ნადირობისას დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში აკიტების რაოდენობა შემცირდა და ჯიში პრაქტიკულად ამოწყდა, იაპონური ჯიშების გადარჩენის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ამ ჯიშის გადარჩენა უზრუნველყოფილია. იაპონური ჯიშების კლასიფიკაცია ზომის მიხედვით ხდება — დიდი (აკიტა), საშუალო (შიკა) და პატარა (შიბა). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალო ზომის მრავალი ჯიში, დიდი მხოლოდ ერთია — აკიტა. ეს ლამაზი მედიდური მანერების მქონე ძაღლი წარმოშობით კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ პროვინცია აკიტადანაა. უმეტესობას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთის მორჯულება ძალიან ძნელია.
აკიტას არ სჩვევია საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა, ახასიათებს თავშეკავებულობა, ამიტომ მათი გაწვრთნა დამღლელია. სხვა ჯიშებთან შედარებით აკიტას უყვარს ძაღლების ჩხუბის გამოწვევა. კარგად გაწვრთნილი აკიტა შესანიშნავი კომპანიონი და მოდარაჯეა. აკიტა ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იტანს სიცივეს, ბეწვი უხეში აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ყურები მცირე ზომისაა, მკვრივი, სამკუთხა. საკმაოდ პატარა თვალები მუქი-ყავისფერია, მაგარი, ძლიერი კუდი ზურგისკენაა გადახრილი.

მოპსი

მოპსი (ჰინდკო 巴哥犬) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ჩინეთში ანტიკურ ხანაში.
მოპსის წინაპარი — მინიატურული მასტიფი — 2400 წლის წინ ბუდისტი ღვთისმსახურების კომპანიონი იყო. XVI საუკუნეში ეს ძაღლიოსტ-ინდოეთიდან ჰოლანდიაში მოხვდა და არისტოკრატების და მეფეების ნებიერი გახდა. მოპსს თავისებური გარეგნობა აქვს, მაგრამ თუ შეეჩვევით, ის სრულიად ჩვეულებრივ ძაღლად მოგეჩვენებათ. მოჩხუბარი და ინდივიდუალისტი მოპსები მეტისმეტად ჯიუტები და თვითნებურნი არიან. მოპსი დამოუკიდებელი და მედგარია, მან ყოველთვის იცის, რა უნდა და თავისას ნებისმიერ ფასად მიაღწევს. დაკუნთული და კომპაქტური სხეული, ბრტყელი დრუნჩი და თვალები, რომლებსაც არ ახამხამებს — ყველაფერი ეს მოპსს საკმაოდ მრისხანე ძაღლის იერს ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოპსს მტკიცე ნებისყოფა და ბევრი ენერგია ავს, იგი იშვიათად არის აგრესიული. ამ ძაღლებს ძალიან უყვართ თავისი პატრონები და საკმაოდ თავშესაქცევი და ღირსეული კომპანიონები არიან. მოპსის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. იგი შეიზლება იყოს ვერცხლისფერი, გარგარისფერი, შავი. მოპსის სხეული მოკლეა და განიერი ზურგი აქვს. მოკლე დრუნჩი ღრმა ნაოჭებითაა დაფარული. თვალები დიდი, მუი და ამოწეულია. ყურები პატარა და ხავერდოვანია.

შარპეი

შარპეი — მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ. 2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.
შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.
შარპეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.